logo
ENG



ყიფშიძის ქუჩაზე სისხლიანი დაპირისპირებისას დაჭრილი ლევან ძნელაძე დააკავეს

16 ოქტ 201907:49
3 წუთის საკითხავი
 
vpz4k4tf8uitohh.png

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყიფშიძის ქუჩაზე სისხლიანი დაპირისპირებისას დაჭრილი ლევან ძნელაძე დააპატიმრა. მამაკაცი თბილისის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება. დანაშაული 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ სისხლიანი გარჩევა ვაკეში 30 სექტემბერს მოხდა. მამაკაცებს შორის შელაპარაკება 2 ადამიანის  დაჭრით დასრულდა. მომხდარზე ორი პირი პოლიციამ 10 ოქტომბერს დააკავა.


close დახურვა