„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მათი ხედვა გააცნეს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, თუ ბიძინა ივანიშვილს დიალოგის აღდგენა უნდა, ნაბიჯი უნდა გადადგას.
„სულ სპეცრაზმი მოიყვანონ, სულ ბიურო ჩაატარონ, აქციები გაგრძელდება. დღეს როგორც ბიურო ჩაატარეს, ეს ბიუროს სხდომა არ არის. საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია, მათ წერილში მკაფიოდ ჩანდა. იყო მკაფიო გზავნილი, რომ კრიზისი შექმნა ივანიშილმა. სანამ ასე იქნება, არ ექნება მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება“, - განაცხადა ბოკერიამ.