ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა დაპატიმრებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ის ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. ცნობილია ისიც, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 1 აბი "სუბოქსინი" აღმოუჩინეს.
დეტალების გასარკვევად "ფორმულა" შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში არ აკონკრეტებენ დაკავებულის ვინაობას და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.