logo
ENG



ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაში გაიაშვილის კომპანია სასტუმროსა და კაზინოს მოაწყობს

27 თებ 202420:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/27/dgkynw80gffdmm3.png

რუსთაველის გამზირის N12-ში, ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაში სავაჭრო სივრცე, სასტუმრო და კაზინო მოეწყობა.

შენობა შპს "მარილი 2020-ს" ეკუთვნის, რომლის 100%-იანი მფლობელი ჯორჯიან ეარვესის დირექტორი, თამაზ გაიაშვილია. პროექტს არქიტექტურის სამსახურის თანხმობა უკვე აქვს. შენობა 3493 კვადრატული მეტრიის მიწის ნაკვეთს დაიკავებს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, შენობას 10 სართული ექნება, საიდანაც 3 მიწისქვეშ განთავსდება. მიწისქვეშ მდებარე სართულებზე მოეწყობა საპარკინგე სივრცე და კაზინო.

ჯამში, შენობის საერთო ფართობი 16,238 კვადრატულ მეტრს დაიკავებს. მისი სიმაღლე პროექტის თანახმად, შენობის შუაში წრიული ფორმის შიდა ეზო განთავსდება.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროექტის ფოტოები:


close დახურვა