logo
ENG



ყოფილი მეუღლის წამებით მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

28 სექ 202520:35
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/28/qc0c7utx2rxwfh6.png

კასპის მერიის თანამშრომელი, ზურაბ ბურდული, რომელსაც ბრალად ედება ყოფილი მეუღლის წამებით მკვლელობის მცდელობა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარ პატიმრობაში დარჩება.

ბურდულმა სასამართლო სხდომაზე არანაირი განცხადება არ გააკეთა. პროკურორმა კი აღნიშნა, რომ თავდასხმის მიზეზი ყოფილ მეუღლეზე მისგან მიღებული უარი გახდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ქალის სახლთან შეიარაღებული დახვდა - ხელში ეჭირა დანა, ქიმიური ნივთიერება და საწვავი.

ოთხი შვილის დედა ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია. მას სხეულის 80%-ზე დამწვრობა აქვს, გულ-მკერდის არეში კი დაჭრილია.

გამოძიების ინფორმაციით, ბურდული წარსულში სისტემატურად ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე.


close დახურვა