logo
ENG



ყოფილი ფეხბურთელი რონალდინიო პატიმრობაში რჩება

08 მარ 202012:20
3 წუთის საკითხავი
 
yaxw9titwvfuxxo.jpg

ყოფილი ფეხბურთელი რონალდინიო პატიმრობაში რჩება. პარაგვაის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ის წინასწარი პატიმრობის საკანში იქნება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის თხოვნა, რომელიც ფეხბურთის ვარსკვლავისა და მისი ძმის პირობით გათავისუფლებას ითხოვდა.

რონალდინიო თავის ძმასთან ერთად ორი დღის წინ, პარაგვაიში ყალბი პასპორტით შესვლის გამო აიყვანეს. ბრაზილიელი ფეხბურთელის დაკითხვა 8 საათს გაგრძელდა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ყოფილ ფეხბურთელს პასპორტი აჩუქეს. 


close დახურვა