logo
ENG



ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

13 ოქტ 201920:48
3 წუთის საკითხავი
 
2sqqvuzbptf67zd.jpg

ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის დასაბუთება სასამართლომ სრულად გაიზიარა და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობის საქმის პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ გაავრცელა.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოგეხსენებათ, ბრალდების მხარემ მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღნიშნული შუამდგომლობა განხილული იქნა. ბრალდების მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ის დასაბუთება, რაც ბრალდების მხარეს ჰქონდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სახესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.

გორის სასამართლომ ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს პატიმრობა შეუფარდა.

11 ოქტომბერს ხაშურში ახალგაზრდა ქალს, ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი რამდენიმე საათის შემდეგ ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 


close დახურვა