პოლიციამ ბათუმში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავა.
შსს-ის ცნობით, მას ძარცვისთვის პირობითი სასჯელიც აქვს მისჯილი.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა კაცმა ყოფილ ცოლს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - აცხადებს შსს.