logo
ENG



შაბათის ფორმულა: ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს კოორდინატორის პოსტი დაკავებამდე დაატოვებინეს

11 სექ 202120:07
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი დაკავებამდე გააფრთხილეს, რომ მის აყვანას აპირებდნენ.

წყარო საგამოძიებო უწყების ერთ-ერთი დეპარტამენტიდან გვიყვება, რომ მურსაკულოვს დააწერინეს განცხადება და დაატოვებინეს საოლქო კომისიაში დამკვირვებლის პოზიცია, რომელიც მას რამდენიმე დღის დაკავებული ჰქონდა. 

კიდევ ერთი ძალიან უცნაური და ალოგიკური დეტალი ირკვევა ოფიციალური ვერსიიდან. ქართული ოცნების კოორდინატორ მურსაკულოვის საქმეზე, სასამართლოს სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პროკურორმა თქვა, რომ მკვლელობაში და ყაჩაღობაში ბრალდებულმა 33 წლის კაცმა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ დანა იქვე დააგდო, მკვლელობის იარაღის ამოღება კი გამოძიებამ მოახერხა. თუმცა სასამართლო დარბაზში, სხვა პროკურორმა განაცხადა, რომ მურსაკულოვმა მკვლელობის ადგილას დანის ტარი დააგდო -  პირი კი თან წაიღო. 

აგრეთვე, მოსალოდნელია, რომ მურსაკულოვი მოითხოვს მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ასეთ შემთხვევაში, თუ გამოძიებას სხვა დამატებითი პირდაპირი მტკიცებულებები არ ექნება, მაღალია იმის ალბათობა რომ შანეი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული გამართლდეს. 

საქმეში არ არსებობს მოწმე, არც ვიდეო ჩანაწერი - არის მხოლოდ დანის ტარი.  


close დახურვა