logo
ENG



შაბათის ფორმულა: ერთერთი მონასტრის წინამძღვარს სტიქაროსანთან სექსუალურ ურთიერთობაში ამხელენ

30 იან 202122:23
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ეთერში გასული სიუჟეტების შემდეგ, ახალგაზრდა მორჩილმა სხვა სასულიერო პირების მხილება ისურვა. მორჩილი ერთერთ სასულიერო პირს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, მან მონასტრის წინამძღვარი საკურთხეველში მის სტიქაროსანთან ერთად ნახა, რა დროსაც მათ სექსუალური კავშირი ჰქონდათ. მორჩილის თქმით, ამის შემდეგ არქიმანდრიტმა მასზე ზეწოლა დაიწყო. 

შაბათის ფორმულას რესპონდენტის განცხადებით, უმძიმეს კანონიკურ დანაშაულში რუის-ურბნისელი მღვდელმსახურიც არის შემჩნეული, რომელსაც მისივე თქმით, ეპარქია დაატოვებინეს კიდეც, თუმცა, ეს სასჯელი დროებითი აღმოჩნდა.

ის შაბათის ფორმულას ეთერში გასული სქიმ-არქიმანდრიტის, გრიგოლ აბაშიძის შესახებაც ყვება. ამბობს, რომ სასულიერო პირს კარგად იცნობს. მორჩილის მტკიცებით, ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ გრიგოლ აბაშიძესთან მისულან შვილმკვდარი დედები, რომელთა შვილებმაც თავი მოიკლეს და სასულიერო პირს მათთვის უთქვამს, რომ შეეძლო მათი ჯოჯოხეთიდან გამოყვანა. ამაში, როგორც მორჩილი იხსენებს სასულიერო პირს დიდი ოდენობით თანხა აუღია. მისივე ინფორმაციით, სასულიერო პირს თბილისის ზღვაზე არსებული ძვირადღირებული იახტა აქვს. 


close დახურვა