logo
ENG



შაბათის ფორმულა: კორუფციული სქემა, რომლის უკან უჩა მამაცაშვილი და ოთარ ფარცხალაძე დგანან

20 თებ 202120:04
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ბათუმის ნავთობტერმინალიდან ათასობით ტონა საწვავი გაქრა, ხოლო კორუფციული სქემის უკან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დგანან. 

სქემის მიხედვით, მამაცაშვილმა 8 000 ტონა საწვავი, როგორც ტრანზიტი ისე შემოიტანა და ამით თავი გადასახადებს აარიდა.

შაბათის ფორმულას საგამოძიებო რეპორტაჟის დროს დადგინდა, რომ დაბალი ხარისხის, იაფფასიანი საწვავი, სახელად ნაფტა ოთარ ფარცხალაძის მეგობრის საცავებში ბენზინში გადააზავეს და გასაყიდად გაიტანეს, რითაც მილიონობით ლარი იშოვეს. 

შაბათის ფორმულას ჟურნალისტებს ბათუმის ნავთობ ტერმინალში დაუდასტურეს, რომ მათ საქმიანობას უკვე 2 კვირაა ფინანსური პოლიცია სწავლობს. ამოღებულია დოკუმენტაცია და შაბათის ფორმულას ინფორმაციით, არიან დაკავებულებიც. კორუფციული სქემა დიდი ხანია მოქმედებს, თუმცა უცნობია რატომ დაინტერესდა ფინანსური პოლიცია საკითხით მხოლოდ ახლა. 


close დახურვა