რუსთავში სამოქალაქო აქტივისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღისით ქალაქის ცენტრში მოხდა. დაზარალებული ბოლო დღეებია რუსთავში საპროტესტო აქციებში აქტიურადაა ჩართული, რომელიც საწვავის ფასის კლების მოთხოვნით იმართება.
ერთერთი ვერსიით, ახალგაზრდა კაცს 9 ადამიანი თავს სწორედ მისი პროტესტის გამო დაესხა.
ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.