logo
ENG



შაბათის ფორმულა: ღარიბაშვილი პოსტს მალე დატოვებს, მის შემცვლელად 2 ადამიანი განიხილება

27 ნოე 202120:15
3 წუთის საკითხავი
clock 52551

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წლამდე თანამდებობას დატოვებს. მას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სავარაუდო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების ამჯამინდელი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. 

თანაგუნდელები არ ადასტურებენ, თუმცა, შაბათის ფორმულასთვის ცნობილია, რომ ღარიბაშვილს გამოსამშვიდობებელი სიტყვა უკვე დაწერილი აქვს. ჩვენი ინფორმაციით, მალე პრემიერი იტყვის, რომ რადგან პირობა შეასრულა და სააკაშვილი დაიჭირა, საფრთხეები აღარ არსებობს და ქვეყანას უკვე მშვიდად განვითარება შეუძლია. თვითონ ქარსელაძე მისი მისამართით დასმულ შეკითხვებს, გაურბის.

ღარიბაშვილის შემცვლელად, ქარსელაძესთან ერთად, შედარებით პროდასავლური იმიჯის მქონე პარლამენტის თავმჯდომარეც მოიაზრება.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ამერიკაში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამიტზე ღარიბაშვილის ნაცვლად, ზურაბიშვილი მიიწვია. 

ვინ იქნება ოცნების ახალი ფალავანი, რომელიც მძიმე პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანას შეეცდება, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გახდება ოფიციალურად ცნობილი. 


close დახურვა