logo
ENG



შაბათის ფორმულა: წალენჯიხაში, ე.წ. კანონიერი ქურდის სახლი, შესაძლოა, საპატრიარქოს გადაეცეს

22 მაი 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock 12374

წალენჯიხაში, ე.წ. კანონიერი ქურდის გია კვარაცხელიას ფეშენებელურ სახლში 13 წლის განმავლობაში პოლიცია იყო განთავსებული. კვარაცხელიას, სახლი მაშინდელმა მთავრობამ, 2007 წელს ჩამოართვა. 

წალენჯიხაში უწყებისთვის პოლიციის შენობა აშენდა და სამართალდამცველებმა იქ გადაინაცვლეს. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სახლი ახლა შსს-ს ბალანსზე აღარ ირიცხება და ის ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია. 

ერთ-ერთი ვერსიით, ე.წ. კანონიერი ქურდის სახლის გადაცემა საპატრიარქოსთვის იგეგმება. აღსანიშნავია, რომ წლების წინ, როდესაც გია კვარაცხელიამ გაიგო, რომ სახლი უნდა ჩამორთმეოდა, ის ქონების სწორედ საპატრიარქოსთვის გადაცემას ცდილობდა.

გია კვარაცხელიას სასულიერო პირებთან კავშირებს ინტერნეტში მოძიებული მეუფე ანტონთან გადაღებული ფოტოც ადასტურებს. გაზეთი პანორამას 2007 წლის ივნისის ნომერში წერია, რომ წალენჯიხელი ქურდის ქონების შესახებ პირველად 2006 წლის იანვარში გახდა ცნობილი. მაშინ იქ ასულ ჟურნალისტებს მეუფე გერასიმე დახვდა, რომელიც ამბობდა, რომ ქონება საპატრიარქოს ეკუთვნოდა.


close დახურვა