logo
ENG



შავგულიძე:სამწუხაროდ სასამართლოს ჯერ არ მიუღია კანონიერად მოქცევის ნებართვა

18 მაი 202014:39
3 წუთის საკითხავი
 

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო, "მთავარი არხის" დამფუძნებლის, გიორგი რურუას უფლებადამცველი, შალვა შავგულიძეც მივიდა.

შავგულიძე პოლიტიკურ ლიდერებს რურუას სასამართლო სხდომაზე შექმნილი ვითარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. "ფორმულასთან" საუბარში იგი სასამართლოს მმართველი გუნდის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ რურუას მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლებენ, რაც სასამართლო ხელისუფლებისგან შესაბამის მითითებებს მიიღებს. 

"სხდომაზე სამწუხაროდ სასამართლომ არ დააკმაყოფილა რურუას აღკვეთის ღონისძიების შესახებ ჩვენი შუამდგომლობა. სამწუხაროდ სასამართლოს ჯერ არ მიუღია "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან ნებართვა, რომ მოიქცეს კანონიერად და სამართლიანად, ვინაიდან არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობს მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნისთვის. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ განაჩენამდე სასამართლო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ალბა ასე ერთბაშად, ჯერ უგულავა და ოქრუაშვილი და მეორე დღეს რურუა... სამწუხაროდ, სასამართლოს ჯერ ნებართვა არ აქვს რურუა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს", - განცხადა შალვა შავგულიძემ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა მისი გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა.

გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით ედავებიან, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.


close დახურვა