"შეთანხმების პირობები დაცული უნდ აიყოს",-ასე ეხმაურება შალვა შავგულიძე ხელისუფლების მხრიდან 8 მარტის შეთანხმების შეუსრულულებლობას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე უარის თქმას. მისი განცხადებით, აუცილებელია დოკუმენტის ორივე ნაწილი სრულად შესრულდეს და ივანიშვილმა საზოგადოება ისეც შეცდომაში არ შეიყვანოს.
"არ შეიძლება არც პოლიტიკაში და არსად, ადამიანები შეეგუონ იმას, რომ შესაძლოა შეთანხმების პირობები დაირღვეს და ამან ისე ჩაიაროს, რომ ყურადღებ არ მიექცეს. შეთახნმება შედგებოდა ორი ნაწილისგან - ერთი საკონსტიტუციო ცვლილებები და მეორე პოლიტიკური ნიშნით დევნილების და პატიმრების გათავისუფლება. ასე ესმის ეს შეთანხმება ოპოზიციას და საერთაშორისო აქტორებს, ანუ ევროკავშირი, აშშ. ასე არ სურს გაიგოს ივანიშვილს, რადგან ერთხელ გახდა იძულებული 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, გაეცა დაპირება პროპროციულზე. გასცა დაპირება და კიდეც დაწყნარდა ვნებათაღელვა. რადგან მოედანზე აღარ იყო იმდენი ხალხი, ივანიშვილმა ჩათვალა რომ მოეტყუებინა ეს ხალხი და განაცხადეს, რომ ასეთი რამ არ დაგვპირებია. ახლა მეორედ აკეთებს იგივეს. იგივე იძლებული იყო ამ შეთანხმებაზ ეწამოსულიყო, შემდეგ მოხდა პანდემია და ახლა ჩათვალა, რომ ისეთი დროა შესაძლოა ისევ მოატყუოს საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგრობობა. ამასთან შეგუება არ შეიძლება, ეს მორალის საკითხია. რა საზოგადოება ვიქნებით მაშინ, როცა ხელისუფლება ერთს დაგვპირდება, მეორეს მოგვატყუეს და არაუშავს",-აცხადებს შავგულიძე.
რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, შავგულიძის თქმით, თუ ხელისუფლება დაპირებას არ შეასრულებს, ოპოზიცია ნებისმიერ კანონიერ ფორმას მიმართავს, რათა მიზანი მიღწეულ იქნეს.
"ყველაფერია შესაძლებელი, ოპოზიცია ყველა კნონიერ ფორმას გამოიყენებს ამ მიზნის მისაღწევა. ხელისუფლების ასეთი უღირსი საქციელები ოპოზიციას კიდევ უფრო შეკრავს და მის გვერდით საზოგადოების უდიდეს ნაწილს დააყენებს",-აცხადებს შავგულიძე.