ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრან სლემზე ოქროს მედალი პირველად მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო 73 კგ წონით კატეგორიის ფინალში დაამარცხა.
ცნობისთვის, კიდევ ერთი მედალი ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. მან საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ვაჟამ ფრანგი დაიკი ბუბა იპონით დაამარცხა. კიდევ ერთი ბრინჯაო კი, ჯაბა პაპინაშვილმა მოიპოვა.