logo
ENG



შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია - აქციები ევროპაში

07 ივნ 202012:21
3 წუთის საკითხავი
 

დიდ ბრიტანეთში​ სამართლდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამართულ აქციას. ხელისუფლების მოთხოვნის მიუხედავად, დაეცვათ საკარანტინე ზომები, დემონსტრანტები პარლამენტთან შეიკრიბნენ. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა მათი დაშლა სცადეს. 

აქცია სლოგანით „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" პარიზში, შეერთებული შტატების საელჩოსთანაც გაიმართა. ხელისუფლების გაფრთხილების მიუხედავად, დემონსტრაციაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო.

7 ადამიანის დაკავებით  დასრულდა რასიზმის საწინააღმდეგო აქცია ბერლინში. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.


close დახურვა