logo
ENG



შალვა ალავერდაშვილი: თბილისში სასტუმროების 95% ისევ დახურულია

27 ივნ 202014:34
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ტურიზმის სფერო ამ დრომდე მძიმე ეკონომიკურ კრიზისსა და წნეხს განიცდის. მდგომარეობას ფრენების აღდგენის 1 თვით გადავადება კი მდგომარეობას უფრო ამძიმებს. ამ დრომდე სასტუმროების დიდ ნაწილს ფინანსური ვალდებულებების შესრულება უჭირს, ნაწილმა კი მუშაობა მთლიანად შეაჩერა. ბიზნესი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ თბილისში სასტუმროების 95% დახურულია. როდის შეძლებენ ისინი მუშაობას,  ჯერჯერობით მათთვის უცნობია.

„რეგიონებშია რამდენიმე სასტუმრო და შიდა ტურიზმზე მუშაობენ, რაც ბევრს  არაფერს არ ნიშნავს სასტუმროებისთვის. ფასები განახევრებულია საქართველოში, შარშანდელ ამ პერიოდთან შედარებით. თბილისში სასტუმროების 95% ისევ დახურულია. მოლოდინის რეჟიმში ვართ ისევ“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

საერთაშორისო ფრენების აღდგენა მთავრობამ დაანონსებული პირველი ივლისიდან ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადასწია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენეს. ეკონომიკის მინისტრი მიღებულ გადაწყვეტილებას მომატებული რისკით ხსნის.


close დახურვა