logo
ENG



შალვა თადუმაძე უზენაესის უვადო მოსამართლე გახდა

12 დეკ 201917:08
3 წუთის საკითხავი
 
8ki6eztsj756nng.jpg

მმართველმა გუნდმა მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშვნას მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებას კენჭისყრაზე 89 მომხრე და 1 წინააღმდეგი ჰყავდა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა მისი მიღებისთანავე. რაც შეეხება შალვა თადუმაძეს, მოგეხსენებათ ის ერთ-ერთი სკანდალური კანდიდატი გახლდათ. მასთან დაკავშირებით საზოგადოებას, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს არაერთი ეჭვი ჰქონდა, მათ შორის განსაკუთრებულია თადუმაძის დიპლომის საკითხი. 

უფრო ზუსტად, დოკუმენტების მიხედვით, შალვა თადუმაძემ 1993 წელს ჩააბარა იმ უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს დაარსდა.


close დახურვა