logo
ENG



შალვა ნათელაშვილი: სასწრაფოდ გამოიყოს 500-ლარიანი სახნავ-სათესი საგაზაფხულო პაკეტი

12 აპრ 202013:49
3 წუთის საკითხავი
 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ხელისუფლებას კიდევ ერთელ მოუწოდებს, ოჯახებს სახნავ-სათესი ვაუჩერები გადასცეს. მისი განცხადებით, ამისათვის თითოეულ ოჯახზე 500 ლარი უნდა გამოიყოს. ნათელაშვილმა, დღეს სოფელ დიღომში, ერთ-ერთი მოქალაქის ნაკვეთზე სიმბოლურად კარტოფილი დათესა.

"კორონავირუსი მალე დამთავრდება და ხალხს კორონა შიმშილობა ემუქრება, რადგან არ არის სახნავ-სათესი რესურსი. ამასობაში ივანიშვილი მილიონებს  ხარჯავს, რომ ასწლოვანი ხეები ერთი ადგილიდან ამოთხაროს და მეორე ადგილზე გადაათრიოს. სასწრაფოდ 500-ლარიანი სახნავ-სათესი საგაზაფხულო პაკეტი, ესაა ერთადერთი გადარჩენა, რადგან უცხოეთიდანაც ვერ შემოვა. ახლა წყდება, ჩვენი ხალხი რას შეჭამს ხვალ, ზეგ და მაზეგ," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 


close დახურვა