logo
ENG



შალვა ნათელაშვილი მთავრობას მოუწოდებს, სასწრაფოდ აკრძალონ მიმოსვლა ჩინეთთან

27 იან 202017:34
3 წუთის საკითხავი
 

შალვა ნათელაშვილი მთავრობას მოუწოდებს, სასწრაფოდ აკრძალონ მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ჩინელთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში განსაკუთრებული კონტროლი დააწესონ.

„ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობას და ქვეყანა გახსნილია ამ სენისათვის. სასწრაფოდ აკრძალეთ მიმოსვლა ჩინეთთან და შეაჩერეთ ყველანაირი ტვირთი, მათ შორის ფოსტა. განსაკუთრებული კონტროლი დააწესეთ კომპაქტურ ჩინურ დასახლებებზე“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ პირველი ცნობები რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზიტორთა შემოწმება 25 იანვარს დაიწყეს.

 


close დახურვა