„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღეს ხუდოევების სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა და საკვები პროდუქტები, ასევე, საჭირო ნივთები მიუტანა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში აქამდეც უამრავი ბავშვი იღუპებოდა შიმშილითა და გაჭირვებით, დღეს, ვირუსის გამო სახლში გამოკეტილ მშობლებს კიდევ უფრო უჭირთ მათი გამოკვება და ჯანმრთელობის შენარჩუნება.
ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად გასცენ თითო ოჯახზე 1000 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება, რათა ადამიანებმა ამ ვითარებაში თავის გატანა და სიცოცხლის გადარჩენა შეძლონ.