ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს დეპუტატის მანდატი შეუწყვიტეს.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ხმები ასე გადანაწილდა: 79 მომხრე, 28 წინააღმდეგი.
შალვა ნათელაშვილს უმრავლესობამ არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის შეუწყვიტა მანდატი.
10 თებერვალს ნათელაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, თუმცა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან კორონავირუსი დაუდასტურდა.