logo
ENG



შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად 8-11 თებერვალს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა

08 თებ 202211:48
3 წუთის საკითხავი
 
შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად 8-11 თებერვალს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 8-11 თებერვალს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პაპუაშვილი შეხვედრებს თემთა პალატის სპიკერ ლინდსი ჰოილთან, ლორდთა პალატის სპიკერ ჯონ მაკფოლთან, ასევე, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან გამართავს.

დაგეგმილია შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოღლისთან და საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო საკითხებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველ დევიდ ქუერი, ასევე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ კრის ჰიტონ-ჰარისს, ლონდონის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ რიჩარდ ბერჯს და Westminster Foundation for Democracy-ის აღმასრულებელ დირექტორ ენტონი სმიტს შეხვდება.


close დახურვა