logo
ENG



შამუგია:აღმაშენებელს რომ ენახა, 100 ათასი კაცი 6 გეის მისდევს, საფლავში გადატრიალდებოდა

08 ნოე 201921:38
3 წუთის საკითხავი
 
2qe62okdnlldse5.jpg

მწერალი პაატა შამუგია მიიჩნევს, რომ ტრადიციები უნდა გადაფასდეს. ამის შესახებ მან გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის თემის კომენტირებისას განაცხადა.

„რა ტრადიციებზეა საუბარი, აღმაშენებელი საფლავში გადატრიალდებოდა რომ ენახა ასიათასი კაცი 6 გეის როგორც მისდევს. მთელი ჩვენი ისტორია არის ის, რომ ჩვენ ვართ ცოტანი და ვებრძოდით ბევრს. ამათ შეატრიალეს მთელი ისტორია და ექვს ადამიანს საცემად 6000 ადამიანი მისდევდა. ნებისმიერი ჩვენი წინაპარი საფლავში გადატრიალდებოდა სირცხვილისგან. ტრადიციას რაც შეეხება, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან ჩვენი ტრადიცია იყო ქალების მოტაცება, გაუპატიურება, რომლის აკრძალვასაც მთელი აჟიოტაჟი მოჰყვა, ეს როგორ ქართველ ვაჟკაცებს იმის გამო იჭერენ, რომ ცოლის მოყვანა უნდაო. ასეთი სამარცხვინო რამეები ხდებოდა ტრადიციული ღირებულებების სახელით ჩვენს ისტორიაში. ბეწვის ხიდზე გავდივართ ყოველდღიურად. სახელმწიფო ფარღალალა გვყავს, ყველა ინსტიტუტი ჩამოქცეულია. ტრადიციები უნდა გადაფასდეს რაღაც პერიოდის განმავლობაში, თორემ ზოგიერთ ქვეყანაში ისეთი ტრადიციებიც არსებობს, ბავშების გაუპატიურება რომ კანონით დაშვებულია და ქალებს საზოგადოებრივ ტუალეტში მოშარდვა ეკრძალებათ“, - განაცხადა პაატა შამუგიამ.

შეგახსენებთ, რომ კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, გარეთ კი მის ჩვენებას, საზოგადოების ნაწილი „ქართული მარშის“ მეთაურობით, აპროტესტებს.

 


close დახურვა