logo
ENG



შარაშენიძე: ხელისუფლება აპირებს არჩევნების ძალიან გაყალბებას

05 თებ 202022:46
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ექსპერტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალადობასა და ტერორს აპირებს.

„ამერიკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი მაინც საკუთარი ხალხის მხარდაჭერაა. როგორც ჩანს, აპირებენ არჩევნების ძალიან სერიოზულად გაყალბებას. გაყალბება სულ იყო. 1990 წელს რომ ჩაატარებს არჩევნები იმის მერე მეტ-ნაკლებად ყველა არჩევნები ყალბდება.

არჩევნებზე აპირებენ, მოახდინონ ნეიტრალური ამომრჩევლის დემოტივაცია, რათა ისინი სახლში დარჩნენ და ამავდროულად აპირებენ მოიზიდონ პარტიული აქტივი და ადმინისტრაციული რესურსი. დაშინებასა და ტერორსაც აპირებენ. მით უმეტეს, რაც ხაბეიშვილის თავს ტრიალებს არის ჩვენს მიმართ სიგნალი - ყველაფერზე დაგიჭერთ“, - განაცხადა შარაშენიძემ.


close დახურვა