თბილისში, შარდენზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.
ფორმულას ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ნასვამი ადამიანი ერთ-ერთი ობიექტის თანამშრომელს სიტყვიერად დაუპირისპირდა. შემდეგ მან მანქანიდან უმისამართოდ ისროლა და სავარაუდოდ, ასხლეტილი ტყვია ერთ ადამიანს მოხვდა.
ამ დროისთვის დაჭრილი პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულია ერთი ადამიანი, ხოლო მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 239-ე, ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს.