logo
ENG



შარლ დე გოლის ისტორიული მიმართვის 80 წლისთავთან დაკავშირებით პარიზში ავიაშოუ გაიმართა

19 ივნ 202017:49
3 წუთის საკითხავი
 

შარლ დე გოლის ისტორიული მიმართვის 80 წლისთავთან დაკავშირებით ბრიტანეთისა და საფრანგეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ლონდონის შემდეგ პარიზსაც გადაუფრინეს.

საზეიმო ავიაშოუს დროს ხომალდებმა ეიფელის თავზე საფრანგეთის დროშის ფერები გამოსახეს. ზუსტად 80 წლის წინ შარლ დე გოლმა ბი ბი სი-ს რადიო-ეთერიდან მიმართა საფრანგეთის მოსახლეობას და ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. ეს თარიღი ლონდონშიც ოფიციალურად აღნიშნეს და ღონისძიებებს ემანუელ მაკრონი დაესწრო. 


close დახურვა