logo
ENG



შარლ მიშელი: ახლა საქათველო უნდა დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს

04 ოქტ 202122:15
3 წუთის საკითხავი
 
შარლ მიშელი: ახლა საქათველო უნდა დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს
საქართველოს მთავრობა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გამოეხმაურა. 

ტვიტერზე მან დაწერა: 

"მივესალმები ყველა ქართველს, რომელმაც ადგილობრივ არჩევნების პირველ ტურში თავისი არჩევანი გააკეთა. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქვეყნის ფოკუსი დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორც ეს არის გაწერილი 19 აპრილის შეთანხმებაში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის სფეროში"

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა. 


close დახურვა