ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს, მიშელთან განიხილა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება და ისაუბრა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებელი კითხვარის პასუხების შესაბამისობაზე.
"უკრაინის დიდი მეგობარი ევროპული საბშჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევშია" - წერს ზელენსკი.
Великий дру – Президент Європейської ради Шарль Мішель @eucopresident сьогодні у Києві. Обговорили санкції проти Росії, оборонну та фінансову підтримку нашої держави й відповіді для анкети щодо відповідності критеріям ЄС. Дякую за змістовну зустріч і солідарність з народом! pic.twitter.com/luZDNxbmcc
შარლ მიშელი კიევში დღეს ჩავიდა.