logo
ENG



შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

19 ივლ 202110:11
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, საუბარი შეეხება როგორც 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტს, ასევე 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.

"დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ იქნება მხოლოდ დოკუმენტზე, რომელსაც ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან მოეწერა ხელი და ჰქვია შარლ მიშელის დოკუმენტი. საუბარი არ იქნება მხოლოდ იმ პუნქტებზე, რომლის დარღვევასაც ცდილობს ქართული ოცნება ყოველ ჯერზე. ჩვენ რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს სწორედ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანთან", - ამბობს დეპუტატი ხათუნა სამნიძე. 

შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. 

შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. ის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიღებენ. 

აღსანიშნავია, რომ ეს შარლ მიშელის მესამე ვიზიტია საქართველოში.


close დახურვა