logo
ENG



შატილში სკოლა-პანსიონის შენობა დაიწვა

15 მარ 202120:55
3 წუთის საკითხავი
 

მეოთხე ხანძარი შატილის ერთადერთ სკოლაში. დილიდან ცეცხლი ეკიდა შატილის სკოლა-პანსიონის სასადილოს, შენობა მთლიანად დაიწვა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ, გათბობის სისტემის აფეთქებაა. სასადილოს გვერდით სკოლის ახალი შენობაა, რომელიც ბოლო ხანძრის შემდეგ, გასულ წელს თავიდან აშენდა. ადგილობრივები ხელისუფლებას აფრთხილებენ, - მეხუთე ხანძრისგან სკოლის დასაზღვევად, სამშენებლო მასალა შეცვალოს.


close დახურვა