შატილში სკოლის დამხმარე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც შატილის მკვიდრი და სკოლის მასწავლებელი, მარგარეტ დაიაური სოციალურ ქსელში წერს, სასადილო ინვენტარიანად დაიწვა.
მისივე ინფორმაციით, არსებობდა საფრთხე, რომ სკოლაში არსებული ტექნიკა აფეთქებულიყო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.