logo
ENG



შაქარაშვილის საქმე-ვინ არიან სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირები

26 ივნ 202012:10
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, რამდენიმე ადამიანის ვინაობა ცნობილია. დაკავებულებს შორის არის 3 მორაგბე. 

დაკავებულები არიან საქმის ფიგურანტები და აგარაკის ინციდენტში მონაწილე პირები: თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მამულაძე, ასევე 3 მორაგბე - არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა ჟვანია. 

დაკავებულებს რამდენიმე მუხლით ედავებიან - ძალადობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ საქმის ფიგურანტები გუშინ, 25 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში აძლევდნენ ჩვენებას და მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში, ხოლო დღეს დილით ისინი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს, მათ შორის მორაგბეებიც

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი არაგვში იპოვეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.


close დახურვა