გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული პირების - გაგნიძისა და ზ.ხ.-ს ადვოკატებმა გაუთქმელობის პირობას ხელი პროტესტის ნიშნად არ მოაწერეს. მათ საგამოძიებო უწყებიდან საქმის ახალი მასალებიც არ წაიღეს.
რაც შეეხება რევაზიშვილის, ჩიქოვანისა და ა.ქ.-ს უფლებადამცველებს, მათ გაუთქმელობის პირობას ხელი მოაწერეს, შესაბამისად, ისინი საქმეში არსებულ ჩვენებებსა და მტკიცებულებებზე საჯაროდ აღარ ისაუბრებენ.
ამასთან დაკავშირებით დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა.