logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო დღეს გაიმართება

31 ივლ 202009:04
3 წუთის საკითხავი
clock 460

გიორგი შაქარაშვილიის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება, სადაც ცნობილი გახდება დარჩება თუ არა მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.

უფლებადამცველები მოსამართლეს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ. გარდა ამისა ადვოკატები პროცესზე გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვენ.

შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატის მირიან ნიკოლაძის განცხდებით, 6 არასრულწლოვნიდან 2 არასრულწლოვანი, რომელიც ტოიოტა ქემრის მანქანაში იჯდა პატიმრობაში უნდა დარჩეს.

„არასრულწლოვნების საქმე შედგება 6 არასრულწლოვნისგან. 2 აქედან ტოიოტა ქემრის მგზავრია, ორი ფეხით მოსიარულე და ორიც მერსედესიდან. მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ იხილება აღკვეთი ღონისძიების თემა. ნებისმიერი სამართლებრივი ლოგიკის თანახმად ისინი უნდა დარჩნენ პატიმრობაში. რაც შეეხება მუხლის დამძიმებას, ეს მოთხოვნა ტოიოტა ქემრის მანქანაში მსხდომ პირებზეც ვრცელდება და ძალაში იქნება“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.


close დახურვა