logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა შსს-ს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას სთხოვს

08 ივლ 202020:13
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას მოითხოვს და 10 დღიან ვადას აძლევს. დოკუმენტი 2 ივლისით თარიღდება და მასში 21 მითითებაა, მათ შორის ისეთი კითხვები, რომელსაც მედია სვამს. 

გამოძიებისგან ახლა საზოგადოება 112 ში განხორციელების ზარის გავრცელებული ვერსიის ავთენტიკურობის დადასტურებას მოითხოვს. ადვოკატთა ნაწილი აუდიო ჩანაწერს და საუბარს ფოტოგრაფსა და ოპერატორს შორის გაყალბებულს უწოდებს.  

პროკურატურის მთავარი მოთხოვნა საქმის ოქროს მოწმის გურამ ამირხანაშვილის განმეორებით დაკითხვა და იმის გაგებაა რატომ შეცვალა მან ჩვენება.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს დაკავებული პირების მობილურ ტელეფონებში არსებული მიმოწერებისა და ზარების გაშიფრვა. გაჩნდა ეჭვი, რომ დაკავებულებმა წაშალეს ის მიმოწერები, რომლებიც მათ 19 ივნისის ღამეს განახორციელეს. „ფორმულამ“ მოიპოვა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული პირის მიმოწერა. თენგო ბარბაქაძე თავის მეგობარს 19 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შესახებ წერს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 20 დღე გავიდა, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არ გაუცია პასუხი კითხვაზე რა გარემოებაში დაიღუპა მოზარდი და ასევე რატომ არ გამოჰკითხეს გამოძახებაზე მისულებმა ბრეგვაძეს მომხდარი დაპირისპირების შესახებ.


close დახურვა