logo
ENG



შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ანა გაბეჩავას გამოკითხვა დაიწყო

18 ივლ 202012:04
3 წუთის საკითხავი
 

ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს. სწორედ გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა შაქარაშვილი სტუმრად მცხეთაში. ადვოკატის განცხადებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა კითხვებს დაუსვამენ გამომძიებლები, თუმცა ისინი მზად არიან ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხონ. 

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაბარებული ვართ გამოკითხვაზე, რა კითხვები ექნებათ, ავალთ და ვნახავთ",- აცხადებს ადვოკატი. 

უწყებაში იმყოფება საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, ნ.ხ, რომელიც მცხეთის ინციდენტში მონაწილეობდა. ის ჩანს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში, ჩხუბის ეპიზოდში. ნ.ხ-ს ადვოკატმა კომენტარი არ გააკეთა. 

ბოლო დღეებში გამოძიებას ჩვენებები მისცეს სხვა მოწმეებმაც, რომლებთანაც შეკითხვები შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს არსებულ მიმოწერასთან დაკავშირებით ჰქონდათ. 

შაქარშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.


close დახურვა