logo
ENG



შაქარაშვილის ჩანთაზე ანაბეჭდები - კითხვები საქმეში

10 ივლ 202020:52
3 წუთის საკითხავი
 

მირიან ნიკოლაძე შაქარაშვილის ოჯახის სახელით კატეგორიულად მოითხოვს, ბრალი დაუმძიმდეს ტოიოტაში მყოფ 6 პირს, რომელიც გამოძიების ვერსიით, არაგვის ხიდთან დევნის ეპიზოდში მონაწილეობდა. ბრალდებულთა ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ახლა პროკურატურამ უნდა დაადგინოს, კონკრეტულად ვინ და რა საგნით მიაყენა შაქარაშვილს დაზიანებები, რომელზეც დასკვნაშია საუბარი. 

ისევ კეთდება მინიშნებები სხვა მანქანებზე, რომელიც საბედისწერო ღამეს ხიდთან ძალადობის ადგილზე იყო. რამდენიმე დღეში გენეტიკური მასალის ექსპერტიზაც უნდა გასაჯაროვდეს, პროკურატურის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ვადა ორაშაბათს იწურება. იურისტთა ნაწილი მიუთითებს, რომ შაქარაშვილის ჩანთაზე აღმოჩენილი ანაბეჭდები პასუხს გასცემს კითხვაზე, ვინ მოკლა 19 წლის ფეხბურთელი.


close დახურვა