logo
ENG



შეერთებულ შტატებში პანდემიის პიკისთვის ემზადებიან

31 მარ 202012:04
3 წუთის საკითხავი
clock 297

პანდემიის პიკისთვის ემზადებიან შეერთებულ შტატებში. დაღუპულთა რიცხვმა ქვეყანაში 3 ათასს გადააჭარბა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 160 ათასს აღემატება. პირველი პაციენტების მიღება დაიწყო ნიუ-იორკში ჩასულმა სამედიცინო ხომალდმა.

შტატის გუბერნატორი დახმარებას სხვა რეგიონებს სთხოვს. ენდრიუ კუომო სხვა შტატების სამედიცინო პერსონალს მოუწოდებს, ნიუ იორკში ჩავიდნენ და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში დაეხმარონ.

თავად დონალდ ტრამპი კი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა პანდემიის პიკს კარგ ფორმაში შეხვდება. პრეზიდენტის განცხადებით, სასუნთქ აპარატებს ამ დროისთვის 10 ამერიკული კომპანია ამზადებს. ტრამპის თქმითვე, შეერთებულ შტატებში კორონავირუსზე ტესტირება მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. 


close დახურვა