logo
ENG



შეერთებული შტატების დედაქალაქის ცენტრში ბარიერებია აღმართული

05 ივნ 202020:45
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი გენერლების რიგებს, რომლებიც დონალდ ტრამპს გაემიჯნენ დღეს გაერთიანებული შტაბების ყოფილი ხელმძღვანელი მარტინ დემფსიც შეუერთდა, რომელიც პრეზიდენტის იდეას ქუჩებში სამხედროების გაყვანის შესახებ საფრთხის შემცვლელს უწოდებს. აქციები პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ შეერთებულ შტატებში 10 დღეა იმართება. თუმცა ამ ხნის განმავლობაში  სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა.

შეერთებული შტატების დედაქალაქის ცენტრში ბარიერებია აღმართული, ყოველ მეორე შენობაზე კი მომიტინგეებმა სამოქალაქო პროტესტის მთავარი ლოზუნგი „ვერ ვსუნთქავ“ გრაფიტების სახით დატოვეს. 

დონალდ ტრამპი კვლავ კრიტიკის ობიექტია, სოციალურ ქსელში მან ყოფილი პირადი იურისტის ჯონ დაუდის წერილი გაიზიარა, რომელშიც ის დემონსტრანტებს ტერორისტებად მოიხსენიებს. პრეზიდენტის მხარდამჭერი წერილი ეძღვნებოდა გადამდგარ გენერლებს რომლებიც  მთავარ სარდალს მომიტინგეების მიმართ მიდგომის გამო გაემიჯნენ. ჯონ ალენს და ჯეიმს მატისს დღეს კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი შეუერთდა. გაერთიანებული შტატების ყოფილი ხელმძღვანელი მარტინ დემფსი. გადამდგარი გენერალი დონალდ ტრამპის განცხადებას აქციების დასაშლელად სამხედროების გამოყვანის შესახებ სახიფათოს უწოდებს. 

ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის პოლიციელების ხელში გარდაცვალების შემდეგ შეერთებულ შტატებში აქციები 10 დღეა იმართება. ამ ხნის განმავლობაში  სამართალდამცველთა მხრიდან  ძალადობის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. ეს კადრები ქალაქ ბუფალოშია გადაღებული. 75 წლის მამაკაცს აქციის დროს პოლიციელმა ხელი კრა და წააქცია. შედეგად დაზარალებული თავის არეში მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა. 

ჯორჯ ფლოიდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიები შეერთებულ შტატებში 6 დღე გაგრძელდება. პირველი მინეაპოლისის უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც მინესოტის შტატის გუბერნატორი და ქალაქის მერი დაესწრნენ. ემოციური სიტყვით მიმართეს დარბაზში მყოფ ხალხს ოჯახის ადვოკატმა და ვეტერანმა უფლებადამცველმა ელ შარფტონმა 

პოლიციელების ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით რიგითი მოქალაქეებიც მიაგებენ პატივს. რენდა რაიტერი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობს და კედლებზე ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად გრაფიტებს ხატავს.


close დახურვა