logo
ENG



შეერთებული შტატების მოთხოვნის საფუძველზე ზელენსკისა და კელოგის პრესკონფერენცია გაუქმდა

20 თებ 202519:44
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/20/nolwy2shatoliag.png

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კით კელოგს შეხვდა, თუმცა ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც მათი შეხვედრის შემდეგ იყო დაგეგმილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნის საფუძველზე გაუქმდა.

ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Reuters-მა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

პრესკონფერენციის გაუქმების მიზეზი უცნობია.


close დახურვა