logo
ENG



შეზღუდვების დაწესების შემდეგ, მესტიაში მოქალაქეები მედიკამენტების დეფიციტზე საუბრობენ

12 აგვ 202020:21
3 წუთის საკითხავი
 

ეპიდემიის მესამე დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა, რამაც ადგილობრივები სხვადასხვა პრობლემების წინაშე დააყენა. მოსახლეობა ახლობლებს მედიკამენტების მიწოდებას სთხოვს. სოფლებში რომლებიც ცენტრს დაშორებულია, სურსათის დეფიციტის წინაშე დგანან.

სოფელ ლენჯერში, რომელიც ეპიდემიის მთავარი კერაა  გამკაცრებულია საკარანტინო ზომები. მოსახლეობას ეკრძალება გადაადგილება და მკაცრად კონტროლდება სოფელში შესვლა-გამოსვლა. რეგიონიდან  საკარანტინე სივრცეებში 900-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. აქედან 300-ზე მეტი ადამიანი  კარანტინს სვანეთში გადის. ეპიდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით გაიზარდა ეპიდემიოლოგების ჯგუფების რაოდენობაც. აქტიური თერმოსკრინინგი მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა რიგ სოფლებში მოსახლეობის შემოწმება ჯერ კიდევ არ  დაწყებულა

დღის მეორე ნახევარში რეგიონში მესტიის მიმართულებით დეფიციტში არსებული პროდუქტების შევსების მიზნით სადისტრიბუციო კომპანიები შევიდნენ და რამდენიმე დღის სამყოფი პური, ბოსტნეული, ასევე სხვადასხვა საჭირო პროდუქტი შეიტანეს. ეპიდემიის ზონიდან გამოსული სადისტრიბუციო ავტომობილების მძღოლები ამბობენ, რომ მათ თერმოსკრინინგი გაიარეს, თუმცა ავტომობილებს დეზინფექცია არ ჩაუტარებიათ. 

პერმანენტული თერმოსკრინინგი სვანეთში გრძელდება. ინფიცირებულების და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ, შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კიდევ უფრო გაართულოს და მკაცრი კარანტინის რეჟიმში ლენჯერის მსგავსად სხვა სოფლებიც მოექცეს.

 


close დახურვა