logo
ENG



შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, გერმანიაში კოვიდ-19-ის შემთხვევებმა მოიმატა

10 მაი 202017:50
3 წუთის საკითხავი
 

მკაცრი ზომების შემსუბუქების პარალელურად გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევბმა მოიმატა.

გავრცელებული ცნობით, ახლა ყოველი ინფიცირებული ერთზე მეტ ადამიანს აავადებს, რაც ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების ზრდაზე მიუთითებს.

ახალი ცნობები გერმანიის დიდ ქალაქებში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე გავრცელდა. დემონსტრანტები ქვეყანაში შეზღუდვების სრულად გაუქმებას მოითხოვდნენ. პოლიციამ ბერლინში აქციის 30 მონაწილეც დააკავა. გერმანიაში კოვიდ-19-ის 170 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. დაღუპულთა საერთო რიცხვი 7 500-ს აჭარბებს. 


close დახურვა