logo
ENG



შეთავაზება ნამდვილად მივიღე, პარტიაში რატომ უარყოფენ, მაგათ უნდა ჰკითხოთ - აბაზოვი

23 ივლ 202015:29
3 წუთის საკითხავი
 
inv97zbv2wjvbik.jpg

"შეთავაზება იყო ნამდვილად, მე კი უარი არ მითქვამს, პარტიაში რატომ უარყოფენ, მაგათ უნდა ჰკითხოთ", - უთხრა მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა "ფორმულას". მისი თქმით, ვერ იტყვის, პირადად ვისგან მიიღო შეთავაზება.

გუშინ აბაზოვმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნებიდან" პროპორციული სიით არჩევნებში კენჭისყრა შესთავაზეს. დღეს "ქართული ოცნების" პრესსამსახურმა აბაზოვის პროპორციულ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია უარყო. 

თემურ აბაზოვმა თანამდებობა 2019 წლის თებერვალში დატოვა. აბაზოვს მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას სასამართლოში ედავებოდნენ - 2018 წელს დაკავებულიც იყო, თუმცა სასამართლომ მას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. 


close დახურვა