logo
ENG



შეიქმნას ანტიკრიზისული ჯგუფი - ლელოს ახალი ინიციატივა

14 მარ 202017:15
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" ინტერპარტიული საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია და ხელისუფლება ანტიკრიზისული მრგვალი მაგიდის გარშემო უნდა შეიკრიბოს, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს იმ გამოწვევებს, რაც კორონავირუსის ინფექციის გავრცელებას უკავშირდება. „ლელოში" აცხადებენ, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ზეპარტიული, საერთო ეროვნული საკითხია და ერთიანი ძალისხმევა სჭირდება. 

"ჩვენი ინიციატივაა შეიქმნას ანტიკრიზისიული ჯგუფი, სადაც გაერთიანდება ოპოზიცია დ მთავრობა. ასევე, სადაც ჩვენ განვიხილავთ დამატებით ზომებს, რათა უკეთ მომზადებულნი ვიყოთ ეპიდემიის შესაძლო გავრცელების პირობებში", - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ. 


close დახურვა