logo
ENG



შეიწყალებენ თუ არა დეკანოზს - პრეზიდენტის პოზიცია უცნობია

01 ნოე 201920:10
3 წუთის საკითხავი
 
5l4pdnmx9d5oso5.jpg

დეკანოზ გიორგი მამალაძე შეწყალების მოლოდინშია. რის თქმას აპირებს  დეკანოზი საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ - მის ადვოკატს არ დაუკონკრეტებია. გიორგი მამალაძმ სინოდის გადაწყვეტილებაზე საკუარი პოზიცია საზოგადოებას წერილით აცნობა. დეკანოზი  საპატრიარქოს  შუამდგომლობისთვის მადლობას უხდის და იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს. საპატიმროში შესვლამდე კი დეკანოზის ადვოკატმა სკანდალური ინფორმაცია გაასაჯაროვა. მიხეილ რამიშვილი ამტკიცებს, რომ დეკანოზს პროკურატურის წარმომადგენლები კონკრეტულ პირებზე ინფორმაციას სთხოვდნენ. თუმცა ვისზე, ადვოკატი არ ამბობს.

გაუგზავნა თუ არა წმინდა სინოდმა პრეზიდენტს შუამდგომლობა - ჯერ უცნობია. ზურაბიშვილის ადმინისტრაცია მედიასთან ისევ არ კონტაქტობს. რაც შეეხება საპატრიარქოს, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზები მამა ანდრია ჯაღაიძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა - სასულიერო პირებიც, ხელისუფლების მსგავსად, განვიარებულ მოვლენებში დესტრუქციული ძალების კვალს ხედავენ;

შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი დეკანოზს მორატორიუმის პირობებში - პრეზიდენტის ნაცვლად კითხვაზე პასუხის გაცემა იუსტიციის მინისტრს მოუხდა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ შეწყალებაზე მორატორიუმს კანონის ძალა არ აქვს და ეს იყო ზეპირი გადაწყვეტილება. დეკანოზის შეწყალების თემაზე პოლიტიკოსთა შეფასებები ემთხვევა. პარლამენტში ფიქრობენ, რომ დეკანოზი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ეიწყალონ. თუმცა, აქვს თუ არა ზურაბიშვილს დისკრეციის აღსრულების უფლება, მაშინ როცა შეწყალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს - ასე საკითხს ოპოზიცია აყენებს.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მის შეწყალებას ოჯახი დიდი ხნია ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

 


close დახურვა