logo
ENG



შეკვეთილიდან 20 კმ-ში მდებარე სოფლის მკვიდრებს დენდროლოგიურამდე მისასველი თანხა არ აქვთ

19 ივლ 202021:12
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში, შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი გაიხსნა. მის მოსაწყობად, გარდა ადმინისტრაციული რესურსისა, 200-ზე მეტი გიგანტური ხე, 58 სახეობის ფრინველი გამოიყენეს, რომელთა უმეტესობა, წითელ წიგნში შეტანილი.

შეკვეთილიდან 20 კილომეტრში კი სოფელი მერიაა. აქ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სოციალურ სახლში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც უფასო პარკამდე მისასველი თანხა არ აქვთ. 90 ოჯახი ოზურგეთის მუნიციპალიტეტისგან ნათხოვარ სახლში ცდილობს თავის გატანას. მათ სარდაფში ქვეწარმავლები, ძაღლები და კატები ჰყავთ. მათი პრობლემების ჩამონათვალშია გზა, გარე განათება, ბავშვებისთვის სკვერის არ არსებობა, უსტადიონობა. 

 

 

 


close დახურვა