logo
ENG



შეკვეთილში, ივანიშვილის სახლის ღობეს აქტივისტებმა ბოქლომი დაადეს

23 ნოე 201916:29
3 წუთის საკითხავი
 
6la160z06zb2uwt.jpg

შეკვეთილში, "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ხმაური იყო. საინიციატივო ჯგუფის წევრებს სურდათ ივანიშვილის რეზიდენციის ჭიშკარი დაებოქლომებინათ. სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლის შემდეგ, აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები შეთანხმდნენ და საინიციატივო ჯგუფის წევრებს უფლება მიეცათ ბოქლომი სიმბოლურად რეზიდენციის ღობისთვის დაედოთ. აქციის მონაწილეებმა რეზიდენციასთან წარწერებიც დატოვეს - "შედი ბუტკაში, ბიძინა". აქტივისტებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.


close დახურვა